იყავით დაცული ფინანსური და საგადასახადო რისკებისგან

Category Archives: ეკონომიკის სიახლეები

სეპარატისტები საქართველოს ენერგოსისტემას “აყაჩაღებენ”

f6d07f2e3972f445eb30ff60d7666375

ზამთარში ქვეყნის მთავარი ელექტროსადგურის, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად აფხაზეთს მიაქვს. ამ პერიოდში სიტყვიერად შეთანხმებული კვოტები 40/60-ზე არ სრულდება. საქართველოს ელექტროსისტემა იძულებულია დანარჩენი რეგიონების ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად იმპორტი გაზარდოს. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ენერგომოხმარება ყოველ წელს იზრდება და არ არის გამორიცხული, რომ მალე ამ რეგიონის დასაკმაყოფილებლად სისტემიდან უფრო მეტი ელექტროენერგია გავიდეს, ვიდრე ენგურჰესი და ვარდნილჰესი ერთად გამოიმუშავებენ. არსებობს ეჭვი, რომ აფხაზეთს ამდენი დენი არ სჭირდება და მას კრასნოდარის მხარეში ყიდიან.

“Read More”

სექტემბერში მანქანების ექსპორტი და რეექსპორტი შემცირდა

8b4272afc6076fb80fd17f85be85c327

2015 წლის სეტემბერში მანქანების ექსპორტ/რეექსპორტი მკვეთრად შემცირდა და თითქმის 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებლამდე დაეცა.

“Read More”

ბუღალტრული სიახლე კანონში

პარლამენტის საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტის ინიციატივით მომზადდა და დაიწყო საკომიტეტო მოსმენები „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

მოსალოდნელი ცვლილებების მიხედვით, გათვალისწინებულია:

1)      თანაბარი სასტარტო პირობების უზრუნველყოფა აკრედიტაციის მსურველ პროფესიულ ორგანიზაციებს შორის;

2)      თვითრეგულირების ჩანაცვლება ეფექტური სახელმწიფო საზედამხედველო სისტემით, და სხვ.

პროფესიის წარმომადგენელთა აზრით, სახელმწიფო საზედამხედველო სისტემა, რომლის მოწყობაც ამერიკული მოდელის მიხედვით მოხდება, შესაბამისობაში უნდა იყოს ევროპის საბჭოს 2006 წლის 17 მაისის 2006/43/EC დირექტივასთან.


ვალუტის კურსი

prime baner

ბანერის ადგილი