იყავით დაცული ფინანსური და საგადასახადო რისკებისგან

2015 წლის ცხრა თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 2,7 % შეადგინა

2015 წლის ცხრა თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 2,7 % შეადგინა

b15e4bf1190d01b376d450fcf68cb6a5

2015 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 2,7 % შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2015 წლის სექტემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,2%, 2015 წლის III კვარტალში – 2,5%, ხოლო 2015 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,7 % შეადგინა.

“2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს”, – ნათქვამია საქსტატის განცხადებაში.


დატოვეთ კომენტარი

ვალუტის კურსი

prime baner

ბანერის ადგილი