იყავით დაცული ფინანსური და საგადასახადო რისკებისგან

2017 წლის 1 იანვრიდან განხორციელდება საგადასახადო კანონმდებლობის რეფორმა, რაც საგადასახადო სისტემის ესტონურ მოდელს ეფუძნება

2017 წლის 1 იანვრიდან განხორციელდება საგადასახადო კანონმდებლობის რეფორმა, რაც საგადასახადო სისტემის ესტონურ მოდელს ეფუძნება

მოგების გადასახადის ცვლილება გულისხმობს მოგების გადასახადის რეფორმის განაწილებული მოგების გადასახადით ჩანაცვლებას, რაც ნიშნავს იმას, რომ მოგების გადასახადით მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში დაიბეგრება, ანუ მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან და მოგება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში დაიბეგრება.

საგადასახადო სისტემის აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ეტაპობრივად მოახდენს ცვლილებებს. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განმარტებით, კანონპროექტით დაგეგმილი საგადასახადო ცვლილებები სამ ეტაპად ამოქმედდება:

პირველ ეტაპზე – ეს შეეხება დამატებული ღირებულების გადასახადს — ძირითადი საშუალებების იმპორტის დროს დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდა საჭირო აღარ იქნება, რაც ასევე გულისხმობს ადმინისტრირების გამარტივებას. აღნიშნული ცვლილება კანონპროექტის მიღებისთანავე ამოქმედდება.

მეორე ეტაპზე – მოხდება მოგების გადასახადის ჩანაცვლება განაწილებული მოგების გადასახადით, რომელიც 2017 წლის 1 იანვარს ამოქმედდება.

მესამე ეტაპი – შეეხება საფინანსო სექტორს, რომელზეც კანონპროექტი 2019 წლის 1-ლი იანვრიდან გავრცელდება. რეფორმა ასევე ითვალისწინებს მთელი რიგი საგადასახადო ადმინისტრირების პროცედურათა გამარტივებას. საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საგადასახადო ცვლილებების პროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.

ვარაუდობენ, რომ რეფორმების ეს სტრუქტურა დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, პოზიტიური გავლენა ექნება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების კუთხით. ამასთან, კერძო სექტორში გაიზრდება პროდუქტიულობა და აქტივების ლიკვიდობა, გაუმჯობესდება ბიზნესის დაწყების და, ასევე, წარმოების გარემო.  ჩამოყალიბდება მიმზიდველი კლიმატი ბიზნესის დაწყების და წარმოების კუთხით, რაც გაზრდის ახალი, პოტენციური ინვესტორების დაინტერესებას საქართველოსადმი. შედეგად, გაიზრდება ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა.

 

ნათია სანიკიძე

 


დატოვეთ კომენტარი

ვალუტის კურსი

prime baner

ბანერის ადგილი