იყავით დაცული ფინანსური და საგადასახადო რისკებისგან

რას ნიშნავს თრაბლშუთინგი?

რას ნიშნავს თრაბლშუთინგი?

დღეს ჩვენ მოგითხრობთ Prime Audit-ის მიერ განხორციელებული ახალი მსოფლიო დონის პროექტის შესახებ და განსაკუთრებულ შემოთავაზებაზე. შემოთავაზება წარმოდგენილია ინტელექტუალური ბიზნეს პროექტის Prime IDEA–ს ფარგლებში და გულისხმობს თრაბლშუთინგს (Troubleshooting).

რას ნიშნავს თრაბლშუთინგი (Troubleshooting)?

ეს არის კომპანიის მიერ გაწეული მომსახურება, რომელიც მიზნად ისახავს ნებისმიერი კომპანიის ნებისმიერი პრობლემის მოგვარება!

მოკლედ, რომ ავხსნათ თრაბლშუთინგის არსი, ესაა მომსახურება რომელსაც მიმართავენ მაშინ, როდესაც ყველა სხვა ხერხი ამოწურულია და თავად კომპანიას პრობლემის გადაწყვეტა არ შეუძლია. კომპანიები სხვადასხვა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე: არარენტაბელური წარმოების პროცესი, გაყიდვების ჩავარდნა, ძლიერი კონკურენტები ბაზარზე, კადრების დაბალი კვალიფიკაცია, აქტივების მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოყენების შეუძლებლობა, განვითარების შემაფერხებელი ზედმეტი პროცესები და ბიუროკრატია, ვადაგადაცილებული დებიტორული დავალიანებები.

თრაბლშუთერი ახდენს პრობლემის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირებას. ის არ აკეთებს ნაჩქარებ დასკვნებს პრობლემის მხოლოდ ზედაპირული შესწავლით და არ ცდილობს პრობლემის ფორმალურად გადაჭრას. ეს არის პრობლემის შინაარსის ლოგიკური, სისტემური გაანალიზება, ის ეძებს მისი წარმოქმნის ფარულ მიზეზებს, მის გამომწვევ სიღრმისეულ შინაარსს.

პრობლემის გადასაწყვეტად კი საჭიროა არაორდინალური და გამჭრიახი გამოსავლის პოვნა. რაც მთლიანად თრაბლშუთერზეა დამოკიდებული.

ამ სერვისზე მსოფლიოში ძალიან დიდი მოთხოვნაა, მსოფლიოს საუკეთესო კომპანიები ცდილობენ მაღალი დონის თრაბლშუთერებ დაქირავებას. თრაბლშუთინგი საშუალებას აძლევს კომპანიებს არამარტო დასახონ მათ წინაშე არსებული სხვადასხვა სახის (მათ შორის ტექნიკური) პრობლემების მოგვარების გზები, ასევე მოახდინონ მათი ფინანსური, საკადრო და სხვა სახის რესურსების ოპტიმიზაცია. თრაბლშუთინგი აუცილებელიცაა ყველა იმ ორგანიზაციისათვის, რომლებიც სერიოზულად უყურებენ თავიანთი სტრატეგიული განვითარების მომავალს და მათი მიზანი ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებაა. სწორედ ამ სახის მომსახურებას უწოდებენ თრაბლშუთინგს.

როგორც წესი, თრაბლშუთერებ დიდი კომპანიების პრობლემების მოგვარებაზე მუშაობენ, თუმცა ზოგჯერ კერძო პირების პრობლემებსაც წყვეტენ.

ამ სახის კომპანიები ძალიან ცოტანი არიან, ხოლო საქართველოში და მთლიანად ამიერკავკასიაში ეს უნიკალური შემთხვევაა. თრაბლ-შუთერისთვის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი – რეპუტაციაა. ისინი, ამ გამონათქვამის პირდაპირი მნიშვნელობით, ხელიდან ხელში გადადიან, ხოლო დამკვეთები ზედმიწევნით მალავენ მათ ვინაობას საკუთარ კონკურენტებთან. თრაბლ-შუთერის ერთადერთი რეკლამა – 100%-იანი შედეგია.

პრობლემასთან კომპრომისი დაუშვებელია.

ნება მოგვეცით ასეთი კომპანიების მუშაობის საინტერესო მაგალითები შემოგთავაზოთ, რათა უკეთესად გაიგოთ თრაბლშუთერის მუშაობის პრინციპი.

აშშში არსებობდა ორი დიდი კომპანია, რომლებიც ყოველთვიურ ცნობარს – „Yellow Pages”, გამოსცემდნენ.

როგორ დამთავრდა მათ შორის კონკურენტული ბრძოლა?

ისინი ერთმანეთის გამო დიდ სივიწროვეს განიცდიდნენ ბაზარზე და თავის დასამკვიდრებლად ყველანაირ ხერხს იყენებდნენ: შავი პიარი, მუშაკების გადაბირება, დემპინგი და სხვა. შედეგს მაინც ვერ აღწევდნენ. როგორც წესი, ოფისის მუშაკები ერთდროულად ორივე ცნობარს ყიდულობდნენ თითო დოლარად იმისდა დაუფიქრებლად, თუ რომელი მათგანი იყო უკეთესი. რაც ყველაზე საინტერესოა, ორივე კომპანიის მიერ გამოცემული ცნობარის ზომა და ინფორმაცია სრულიად ერთნაირი იყო.

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ერთ-ერთმა კომპანიამ თრაბლშუთერის მოწვევა გადაწყვიტა.

დიდი ხნის ფიქრისა და ტექნოლოგიური პროცესის ყოველგვარი გართულების გარეშე მან ფირმას შესთავაზა უფრო პატარა ზომის ცნობარის გამოშვება ისე, რომ ინფორმაციის მოცულობა იგივე დარჩენილიყო. გამოდიოდა, რომ ცნობარი ზომებში უფრო დაპატარავდებოდა, ხოლო სისქე დაემატებოდა. თრაბლ-შუთერმა ჰონორარი მიიღო და წავიდა, ხოლო კონკურენტი ფირმა თრაბლ-შუთერის ამ რჩევის შემდეგ ძალიან მალე – ორ თვეში, დაიხურა.

რაში მდგომარეობს საიდუმლო? ყველაფერი ძალიან მარტივია. საქმე იმაშია, რომ როდესაც ცნობარებს ერთი და იგივე ფორმატი ჰქონდათ, მომხმარებელი ვერ ამჩნევდა მათ შორის სხვაობას და ორივე ცნობარს ერთნაირად იყენებდა. პატარა ზომის ცნობარი კი, ყველა საოფისე მაგიდაზე, დიდი ფორმატის მქონე ცნობარებზე ზემოდან იდებოდა. დროთა განმავლობაში ოფისის მუშაკები მიხვდნენ, რომ ქვედა ცნობარს, ანუ დიდი ფორმატის ცნობარს, საერთოდ აღარ იყენებდნენ და შეწყვიტეს მისი შეძენა.

როგორ აღმოფხვრა Nike-მა ქურდობები საწარმოში?

აფრიკის ქვეყნებში წარმოების ამუშავების შემდეგ ფირმა შემდეგი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა: თანამშრომლები საქონელს იპარავდნენ. დაცვის პერსონალის რაოდენობის გაზრდა ვერ გადაჭრიდა პრობლემას, ვინაიდან დაცვის თანამშრომლებსაც „ძალიან მოსწონდათ“ Nike-ის ფეხსაცმელი. გამოიძახეს თრაბლ-შუთერი, განუმარტეს პრობლემა. მან იფიქრა და რამდენიმე საათში ფირმას შემდეგი გადაწყვეტილება შესთავაზა: „სხვადასხვა ქვეყანაში გამოუშვით ცალკე მარცხენა და ცალკე მარჯვენა ფეხსაცმელი“.

ყველაფერი ძალიან მარტივია. თრაბლ-შუთერი ეს ის ადამიანია, რომელიც პრობლემას განსაკუთრებული რაკურსით ხედავს და მარტივ გადაწყვეტილებას პოულობს პრობლემურ სიტუაციაში.

 

 


დატოვეთ კომენტარი

ვალუტის კურსი

prime baner

ბანერის ადგილი