იყავით დაცული ფინანსური და საგადასახადო რისკებისგან

საგადასახადო აუდიტი

საგადასახადო აუდიტი – არის ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის მდგომარეობის შემოწმება, რომლის შედეგად ხდება საწარმოების საგადასახადო რისკების შეფასება და მათი მინიმუმამდე დაყვანა. აუდიტის პროცესში მოწმდება ყველა სახეობის გადასახადის საგადასახადო ბაზა, ასევე ხდებასამეურნეო ოპერაციების ამსახველი პირველადი დოკუმენტების შედგენის წესისა და ფორმის შემოწმება არსებულ მოთხოვნებთან, სამეურნეო ოპერაციებისა და საბუღალტრო ჩანაწერების აღრიცხვის შემოწმებას აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე, სამეურნეო ოპერაციების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შემოწმებას საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, წარდგენილი საგადასახადო ანგარიშგების ფორმების (დეკლარაციების) შემოწმება, საგადასახადო მოთხოვნებსა და სამეურნეო ოპერაციებთან შესაბამისობაზე, ტარდება საგადასახადო აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების აუდიტი, როგორც კომპლექსური, ასევე ცალკეული გადასახადების მიხედვით:

  • საშემოსავლო გადასახადი;
  • მოგების გადასახადი;
  • დამატებითი ღირებულების გადასახადი;
  • აქციზი;
  • ქონების გადასახადი;
  • საბაჟო გადასახადები და მოსაკრებლები;

აუდიტის მიმდინარეობისას ხორციელდება ინფორმაციის შეკრება და ანალიზი გადამხდელის შესაძლებლობების შესახებ დაბეგვრის ოპტიმიზაციის თვალსაზრისით. აღნიშნული აუდიტი საშუალებას გვაძლევს ობიექტურად შევაფასოთ კომპანიის ფინანსური აღრიცხვა, გადასახადების გადახდის და გაანგარიშების სისწორე. აუდიტორული შემოწმების ჩატარების დროს ჩვენ უფასო კონსულტაციას გავუწევთ თქვენს თანამშრომლებს დაბეგვრის საკითხების თაობაზე.

აუდიტორული შემოწმების შედეგად დამკვეთს გადაეცემა :

დამკვეთს გადაეცემა კონფიდენციალური აუდიტორული დასკვნა, რომელშიც მოყვანილია შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზები, მათი ფინანსური შედეგები და მათ აღმოფხვრასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.


ვალუტის კურსი

prime baner

ბანერის ადგილი