იყავით დაცული ფინანსური და საგადასახადო რისკებისგან

საგადასახადო დავები

საგადასახადო დავებში სუბიექტის წარმომადგენლობა და ინტერესების დაცვა

თუ თვლით, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მოხდა  თქვენი არასამართლიანად დაჯარიმება, ამ შემთხვევაში კომპანია “პრაიმ აუდიტი”–ს გამოცდილი და მაღალკვალიფიციური თანამშრომლები დაიცავენ თქვენს ინტერესებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და აღადგენენ თქვენს დარღვეულ უფლებებს.

ინტერესების დაცვაში იგულისხმება:
საგადასახადო და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან წარმოქმნილ დავებში მონაწილეობა, თქვენი ინტერესების დაცვა გამოცდილი იურისტებისა და აუდიტორების მონაწილეობით სახელმწიფო ორგანოების, მათ შორის საგადასახადო ორგანოების ქმედებების სამართლებრივი ექსპერტიზა კონსულტაციები საგადასახადო შემოწმებების მიმდინარეობისას და საგადასახადო ორგანოების ქმედებების სამართლებრივი შეფასება ინტერესების წარდგენა და დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში სასარჩელო და სხვა სახის განცხადებების, საჩივრების და საჭირო საპროცესო დოკუმენტაციის მომზადება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით, ხოლო არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მომჩივანს უფლება აქვს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ნებისმიერ ეტაპზე მომჩივანი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს.


ვალუტის კურსი

prime baner

ბანერის ადგილი