იყავით დაცული ფინანსური და საგადასახადო რისკებისგან

იურიდიული მომსახურება

ჩვენ გთავაზობთ  კვალიფიციური იურიდიული მომსახურების სრულ პაკეტს:

საბაზრო ეკონომიკისა და მკაცრი კონკურენტული გარემოს პირობებში საკუთარი ინტერესების დაცვისათვის თქვენთვის აუციელებელია იურიდიული სამსახურის ქონა, თუმცა კვალიფიციური იურისტის ან იურისტების სამსახურში აყვანა საკმაოდ დიდ ხარჯებს მოითხოვს ამავდროულად არაკვალიფიციურ იუსრისტს, რომლის მომსახურებაც ნაკლები ჯდება შეუძლია ისეთი შეცდომის დაშვება, რომლის გამოსწორებაც ძალიან ძვირი დაჯდება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ იურიდიული მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე ხშირად არ არის საჭირო სამსახურში ძვირადღირებული იურისტის სრულ შტატში ყოლა. ასეთ შემთხვევებში ხშირად მიმართავენ იურიდიულ კომპანიებს. ჩვენი სერვისით სარგებლობისას, ხდება თქვენი კომპანიის შესწავლა, იურიდიული კუთხით შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის შეფასება და ამის შედგომ თქვენთვის ხარისხი-ფასის კრიტერიუმის გათვალისწინებით ოპტიმალური ვარიანტის შემოთავაზება. ერთ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს იურისტი რომელიც მოვლინებული იქნება თქვენთან ხოლო ასეთის საჭიროების არ არსებობის შემთხვევაში თქვენს კომპანიას ჩაიბარებს იურიტი, რომელიც დისტანციურად იმუშავებს და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში განახორციელებს ვიზიტს თქვენს ორგანიზაციაში. ეს კი საგრძნობლად დაზოგავს თქვენს ფინანსებს. კიდევ ერთი უპირატესობა, რაც ამგვარ სქემას გააჩნია სასამხურში თანამშრომლად იურისტის აყვანასთნ დაკავშირებით არის ის, რომ იურისტის მიერ შეცდომის დაშვების შემთხვევაში პასუხისმგებლობას თავსი თავზე იღებს ჩვენი კომპანია და თქვენ თავისუფლდებით იმ ნეგატიური შედეგისაგან რაც დადგებოდა თანამშრომლად იურისტის/ადვოკატის აყვანის შემთხვევაში. ამავდროულად ჩვენი იურისტების მუშაობენ აუდიტორებთან ერთად და გადაწყვეტილებების მიღებისას მაქსიმალურად ითვალისწინებენ დაბეგვრისა თუ ფინანსური მიზანსეწონილობის საკითხებს.

სამოქალაქო სამართალი

სამოქალაქო სამართალი ნებისმიერი კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს და იურიდიული მომსახურების ძირითად ნაწილს წარმოადგენს. ნებისმიერ მომსახურების გაწევა/მიღება ნივთის გაყიდვა/ყიდვა სამოქალაქო სამრთლის ნორმებით რეგულირდება. იმისათვის რომ აცილებული იქნას პრობლემები მესამე პირებთან ურთიერთობისას ან მოგვარდეს უკვე წარმოშობილი პრობლემები, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია სამართლებრივი მხარდაჭერის მიღება.

მომსახურების სახეობა მოიცავს :

– კონსულტაციას თქვენთვის საინტერესო საკითხების განმარტება, თქვენს წინაშე არსებული პრობლემის სამართლებრივი გზით მოგვარების საშუალებების შეთავაზება. ეს შეიძლება იყოს: სურს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა და შეწყვეტის სამართლებრივი შედეგების განსაზღვრა, იპოთეკასთან ქირავნობასთან ან იჯარასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა მრავალი საკითხი. იურისტის კონსულტაცია კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობის აუცილებელი ატრიბუტია. მისი მეშვეობის შესაძლებელია უამრავი პრობლემის თავიდან აცილება.

– დოკუმენტების მომზადება / ხელშეკრულების მომზადება  თქვენზე ორიენტირებული და თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მორგებული ხელშეკრულებების მომზადება, თქვენი პარტნიორის მიერ მოწოდებული ხელშეკრულებების რევიზია რამდენად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს და ხომ არ შეიცავს რაიმე სამომავლო რისკებს. შეთანხმების აქტებისა და მიღება-ჩაბარებების აქტების მომზადება, იურიდიულიად გამართული კორესპოდნეციის მომზადება. შესაძლებელია როგორც ერთჯერადად ხელშეკრულების ან სხვა იურიდიული დოკუმენტების შაბლონების (ხელშეკრულების შაბლონების) მომზადება, რომელსაც შემდგომში მრავალჯერადად გამოიყენებს ჩვენი პარტნიორი აგრეთვე კონკრეტულ პირობებზე მორგებული კონკრეტული ხელშეკრულების მომზადება და მათი რეესტრის წარმოება.

– მოლაპარაკებებში მონაწილების მიღება როდესაც მიმდინარეობს იურიდიულ პირებს შორის ან იურიდიულ და ფიზიკურ პირს შორის მოლაპარაკება მნიშვნელოვან საკითხზე სადაც და მოლაპარაკებების დროს შეიძლება დაისვას იურიდიული პრობლემები. ამ პრობლემების გადასაწყვეტად სამართლებრივი გზების გამონახვის, მოლაპარაკებებისას მიღებული გადაწყვეტილებების კანონმდებლობასთან შედარების, იმის გასარკვევად მოწინააღმდეგე მხარე იურიდიული ნიანსების გამოყენებით ხომ არ აპირებს დამკვეთის მოტყუებას და სხვა მსგავსი საკითხებისათვის მოლაპარაკებებში მონაწილეობა დამკვეტის დაცვის მიზნით.

– სასამართლო წარმომადგენლობა/საადვოკატო მომსახურება თქვენი ინტერესების დაცვა სასამართლოში არსებულ სამოქალაქო დავებზე, მათ შორის არბიტრაჟებში. მოიცავს როგორც თქვენი მოთხოვნის შესაბამისად სარჩელის მომზადებას და სასამართლოში შეტანას ისევე თქვენი ინტერესების დაცვას თუ თქვენს წინააღმდეგ არის სარჩელი შემოტანილი;

– იურიდიული აუდიტი საწარმოში არსებული ყველა იურიდიული დოკუმენტის: სადამფუძნებლო დოკუმენტაციის, გაფორმებული ხელშეკრულებების, პარტნიორთა გადაწყვეტილებების, დირექტორის ბრძანებების და სხვა კანონთან შესაბამისობის დადგენა და რეკომენდაციის გაწევა ხარვეზების აღმოსაფხვრელად

სამეწარმეო სამართალი

სამეწარმეო სამართალი არეგულირებს კომაპნიის დაფუძნების, რეორგანიზაციის, შვილობილო კომპანიების დაფუძნების, ლიკვიდაციისა და სხვა მსგავსს ურთიერთობებს. ურთიერტობას დირექტორებთან და სხვა პარტნიორებთან. საწარმოს ფუნქციონირების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით კომპანიებისთვის უმნიშვნელოვანესია რომ კორპორატიული სამართლის კუთხით ქონდეს გამართული სტრუქტურა და დოკუმენტაცია. სხვა იურიდიული კომპანიებისაგან განსხვავებით, სადაც საკითხების გადაწყვეტა ხდება მხოლოდ სამართლებრივი მიზანშეწონილობის კუთხით, ჩვენი იურისტები იღებენ გადაწყვეტილებებს აუდიტორეთან ერთად და ხდება ორივე კომპონენტის (იურიდიული და ფინანსური) გათვალისწინება.

მომსახურების სახეობა მოიცავს :

– კონსულტაციას – იურისტის კონსულტაცია მნიშვნელოვანია როგორც საწყის ეტაპზე როდესაც პარტნიორები გეგმავენ იურიდიული პირის დაფუძნებას ასევე შემდგომ რეორგანიზაციისა ან ოპტიმიზაციის განხორციელებისას. ჩვენს იურისტებს დაუგროვდათ მრავალმხრივი და მრავაწლიანი გამოცდილება სხვადასხვა კორპორატიული სტრუქტურისა და სქემის პრაქტიკული გამოყენების, აგრეთვე მათი ძლიერი და სუსტი მხარეების თაობაზე.

– დოკუმენტების მომზადება თქვენზე ორიენტირებული და თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მორგებულიხელშეკრულებების მომზადება, თქვენი პარტნიორის მიერ მოწოდებული ხელშეკრულებების რევიზია რამდენად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს და ხომ არ შეიცავს რაიმე სამომავლო რისკებს, შეთანხმების აქტებისა და მიღება-ჩაბარებების აქტების მომზადება, იურიდიულიად გამართული კორესპოდნეციის მომზადება.

– მოლაპარაკებებში მონაწილების მიღება როდესაც მიმდინარეობს იურიდიულ პირებს შორის ან იურიდიულ და ფიზიკურ პირს შორის მოლაპარაკება მნიშვნელოვან საკითხზე სადაც და მოლაპარაკებების დროს შეიძლება დაისვას იურიდიული პრობლემები. ამ პრობლემების გადასაწყვეტად სამართლებრივი გზების გამონახვის, მოლაპარაკებებისას მიღებული გადაწყვეტილებების კანონმდებლობასთან შედარების, იმის გასარკვევად მოწინააღმდეგე მხარე იურიდიული ნიანსების გამოყენებით ხომ არ აპირებს დამკვეთის მოტყუებას და სხვა მსგავსი საკითხებისათვის მოლაპარაკებებში მონაწილეობა დამკვეტის დაცვის მიზნით.

– სასამართლო წარმომადგენლობა/საადვოკატო მომსახურება თქვენი ინტერესების დაცვა სასამართლოში არსებულ სამოქალაქო დავებზე, მათ შორის არბიტრაჟებში, ადმინისტრაციულ დავებზე ან სისხლის სამართლის საქმეზე დაცვა. მოიცავს როგორც თქვენი მოთხოვნის შესაბამისად სარჩელის მომზადებას და სასამართლოში შეტანას ისევე თქვენი ინტერესების დაცვას თუ თქვენს წინააღმდეგ არის სარჩელი შემოტანილი, ჩვენს კომპანიასთან თანამშრომლობის შემთხვევაში თქვენ აღარ გჭირდებათ ადვოკატების ძებნა.

იურიდიული აუდიტი საწარმოში არსებული ყველა იურიდიული დოკუმენტის: სადამფუძნებლო დოკუმენტაციის, გაფორმებული ხელშეკრულებების, პარტნიორთა გადაწყვეტილებების, დირექტორის ბრძანებების და სხვა კანონთან შესაბამისობის დადგენა და რეკომენდაციის გაწევა ხარვეზების აღმოსაფხვრელად

შრომის სამართალი

შრომის ბაზრის რამოდენიმე წლიანი უაღრესად ლიბერალური დამოკიდებულების შემდგომ სახელმწიფო ნელ-ნელა ამკაცრებს რეგულაციებს შრომით ურთიერთიობებთან დაკავშირებით. შრომის კოდექსი სულ უფრო და უფრო მომთხოვნი ხდება დამსაქმებლისადმი. ნებისმიერი საწარმოს საქმიანობა წარმოუდგენელია თანამშრომლების და შესაბამისად შრომითი ურთიერთობების გარეშე. იმისათვის რათა, თავიდან იქნეს აცილებული კერძო შრომითი დავები ან სახელმწიფოს სანქციები შრომის კანონდმებლობის დაუცველობიდან გამომდიანრე კომპანიებს სჭირდებათ აღნიშნული საკითხების კვალიფიციური გადაწყვეტა.

მომსახურების სახეობა მოიცავს :

– კონსულტაციას  იურისტის კონსულტაციას შეუძლია შრომის კოდექსის მოთხოვნების დაცვით თქვენთვის სასარგებლოდ გადაწვიტოს ბევრი საკითხი, რომლებიც წარმოიქმნება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

– დოკუმენტების მომზადება თქვენზე ორიენტირებული და თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მორგებულიხელშეკრულებების მომზადება, თქვენი პარტნიორის მიერ მოწოდებული ხელშეკრულებების რევიზია რამდენად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს და ხომ არ შეიცავს რაიმე სამომავლო რისკებს, შეთანხმების აქტების გაკეთებას და იურიდიულიად გამართული კორესპოდნეციის მომზადება.

– სასამართლო წარმომადგენლობა/საადვოკატო მომსახურება თქვენი ინტერესების დაცვა სასამართლოში არსებულ სამოქალაქო დავებზე, მათ შორის არბიტრაჟებში, ადმინისტრაციულ დავებზე ან სისხლის სამართლის საქმეზე დაცვა. მოიცავს როგორც თქვენი მოთხოვნის შესაბამისად სარჩელის მომზადებას და სასამართლოში შეტანას ისევე თქვენი ინტერესების დაცვას თუ თქვენს წინააღმდეგ არის სარჩელი შემოტანილი;

ადმინისტრაციული სამართალი

ნებისმიერს კომპანიას ან მეწარმე ფიზიკურ პირს უხდება სხვადასხვაა სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა:
საგადასახადო,  საბაჟო,  მერია,  რეესტრი
ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ სტრუქტურებისა, რომელტანაც კომპანიებს აქვთ ხშირი შეხება, მათთან უღთიერთობისას ხშირად იქმნება პრობლემატური საკითხები. სწორედ ამ პრობლემატუირ საკითხების პრევენციისა და მოგვარებისათვის საჭირო არის კვალიფიციური იურიდიული მომსახურების მიღება.

– კონსულტაციას – იურისტის კონსულტაცია უფრო ეფექტიანს გახდის თქვენს ურთიერთობას ადმინისტრაციულ და ბიურიკრატიულ სტრუქტურებთან, სადაც მცირე ფორმალურ წვრილმანსაც კი შეუძლია შეაფერხოს ან სულაც ჩაშალოს თქვენთვის საინტერესო მიმდინარე წარმოება.

– დოკუმენტების მომზადება კორესპოდენციის წარმოება განცხადებები, საჩივრები, შეთანხმების აქტებისა და მიღება-ჩაბარებების აქტების მომზადება, იურიდიულიად გამართული კორესპოდნეციის მომზადება.

– სასამართლო წარმომადგენლობა/საადვოკატო მომსახურება თქვენი ინტერესების ადმინისტრაციულ დავებზე. მოიცავს როგორც თქვენი მოთხოვნის შესაბამისად სარჩელის მომზადებას და სასამართლოში შეტანას ისევე თქვენი ინტერესების დაცვას თუ თქვენს წინააღმდეგ არის სარჩელი შემოტანილი;

სისხლის სამართალი

მკვლელობებისა და სხვა დეტექტიური სიუჟეტების გარდა სისხლის სამართალის სფეროს წარმოადგენს აგრეთვე ისეთი ფაქტები როგორებიცაა: თაღლითობა, დოკუმენტების გაყდალბება, გადასახადებისაგან თავსი არიდება და ა.შ. აღნიშნული საკითხების წინაშე შეიზლება აღმოჩდნენ სრულიად კანონმორჩილი მეწარმეები და მათ აუცილებლად დაჭირდებათ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადვოკატი რათა პროკურატურასთან და ზოგადად სამართალდამცავ ორგანოებან აწარმოონ ურთიერთობა.

– კონსულტაციას – ჩვენი ადვოკატები სისხლის სამართლის სპეციალობიტ გაგიწევენ სრულყოფილ კონსულტაციას ნებისმიერ საკითხზე რომელიც სეიძლება დადგეს თქვენს წინაშე.
– დოკუმენტების მომზადება კორესპოდენციის წარმოება განცხადებები, საჩივრები, შეთანხმების აქტებისა და მიღება-ჩაბარებების აქტების მომზადება, იურიდიულიად გამართული კორესპოდნეციის მომზადება. საგამოძიებო სტრუქტურებთან ურთიერთობა,
– სასამართლო წარმომადგენლობა/საადვოკატო მომსახურება თქვენი ინტერესების (როგორც დაზარალებული ასევე ეჭვმიტანილის სახით) სისხლი სამართლის საქმეებზე.

მიანდეთ თქვენი პრობლემების მოგვარება პროფესიონალებს და თქვენი სამართლებრივი ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული.


ვალუტის კურსი

prime baner

ბანერის ადგილი