იყავით დაცული ფინანსური და საგადასახადო რისკებისგან

ბუღალტერია

იურიდიული მომსახურება

დღევანდელ რეალობაში წარმოუდგენელია ორგანიზაციის ფუნქციონირება ბუღალტერიის გარეშე, ბუღალტრული აღრიცხვის სირთულისა და საგადასახადო კოდექსის მკაცრი მოთხოვნებიდან გამომდინარე ნებისმიერი მენეჯერი ძალიან დიდი სიფრთხილით უდგება ბუღალტერისა თუ საბუღალტრო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის შერჩევას. ჩვენს ორგანიზაციასთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში თქვენ იღებთ დიდ უპირატესობას დაცულობის კუთხით. ეს მიიღწევა შემდეგი გზით:

  • თქვენზე მომაგრებული ბუღალტრის მიმდინარე კონტროლს ახორციელებს აუდიტორი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი სირთულის საკითხი რომელიც თავისი კვალიფიკაციიდან გამომდინარე შეიძლება სწორად ვერ გადაწვიტოს ბუღალტერმა წყვეტს აუდიტორი, ადამიანური ფაქტორი, იგულისხმება შეცდომების არსებობა საბუღალტრო აღრიცხვის წარმოების დროს, რაღაც დოზით თან სდევს ნებისმიერ ბურალტერს. ამავდროულად აუდიტორი მიმდინარე რეჟიმში აღმოაჩენს და ასწორებს ბუღალტრის მიერ დაშვებულ შეცდომებს.
  • იურისტის ზედამხედველობა, ბუღალტერი რომელიც აწარმოებს თქვენი კომპანიის ბუღალტერიას ონალინ რეჟიმში გადის კონსულტაციას იურისტთან და მუშაობს მისი ზედამხედველობის ქვეშ. ზოგიერთ შემთხვევაში საკითხის ბუღალტრული თვალსაზრისით გამართულობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს საკითხის შემდგომ არ გაპრობლემდება იურიდიული კუთხით და არ წარმოიშვება დავა.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ბუღალტრული აღრიცხვა მაქსიმალურად მორგებული იქნება თქვენს ორგანიზაციაზე და გაითვალისწინებს მის მოცულობას, სირთულესა და სპეციფიკას.

საბუღალტრო მომსახურების სტანდარტული პაკეტი მოიცავს:
თქვენს მიერ მოწოდებული პირველადი დოკუმენტების შემოწმება სისრულეზე და საგადასახადო მოთხოვნებთან შესაბამისობაზე;
კონსულტაცია პირველადი საბუთების მომზადება/მოწესრიგებასთან და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით;
კონსულტაცია პირველადი საბუთების მომზადება/მოწესრიგებასთან და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით;
პირველადი დოკუმენტების ასახვა ჩვენს საბუღალტრო პროგრამაში;
საგადასახადო დეკლარაციების და ფორმების მომზადება და წარდგენა საგადასახადო ინსპექციაში;
დამკვეთის მიერ გადასახდელი გადასახადების კალკულაცია და დამკვეთის ინფორმირება;
ურთიერთობა საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლებთან დამკვეთის საბუღალტრო და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით;
კამერალური და გეგმიური საგადასახადო აუდიტის (რევიზიის) პერიოდში დამკვეთის ინტერესების დაცვა და აუდიტის რეგლამენტით გათვალისწინებული ინფორმაციის მომზადება/წარდგენა;
დამკვეთის ინტერესების დაცვა მესამე პირების წინაშე საბუღალტრო/საგადასახადო საკითხებში;
საბუღალტრო პროგრამის სტანდარტული ამონაწერების და ბრუნვითი უწყისების მიწოდება;
სხვა მომსახურება, რომელიც აუცილებელია ბუღალტერიის წარმოებისათვის საქართველოშო მოქმედი სტანდატებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;


ვალუტის კურსი

prime baner

ბანერის ადგილი